вторник, 21 июля 2015 г.

რეფლექსია მეცხრე დრე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა, (მერვე დღის რეფლექსიის დაწერა ვერ მოვასწარი, რისთვისაც ბოდიშს გიხდით), დავასრულე პროექტზე მუშაობა, ამ დღეების განმავლობაში ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით, ბატონო დავით, ამ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!!!!!!!!

вторник, 14 июля 2015 г.

რეფლექსია მეშვიდე დღე

დღეს ვიმუშავეთ პროექტის საბოლოო ფორმაზე, ნელ-ნელა მივიწევთ ბოლო ნაწილისკენ, ძალიან შრომატევადი სამუშაოა, არ მეგონა თუ ამდენი დრო დამჭირდებოდა, იმედია მოვასწრებ......

понедельник, 13 июля 2015 г.

რეფლექსია მეექვსე დღე

                   დღეს  ტრენინგის მეექვსე დღეა, ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებსა და  დიფერენცირებულ სწავლებაზე, ანუ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე. შე- ვისწავლეთ სასწავლო რესურსების სხვა და სხვა ვებგვერდები, რაც ძალიან საინტერესო იყო და რასაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

пятница, 10 июля 2015 г.

რეფლექსია მეხუთე დღე

დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა და ჩვენ გავეცანით ბევრ საინტერესო და პრაქტიკულად გამოსაყენებელ ხერხებს, რაც საშუალებას მომცემს ავტვირთო საჭირო მასალა და გავუზიარო ან გავუგზავნო ჩემს კოლეგებს.

პროექტის პორტფოლიო

четверг, 9 июля 2015 г.

რეფლექსია მეოთხე დღე


დღეს ვისწავლეთ რომ არსებობს სივრცე,სადაც შეიძლება შევქმნა საქაღალდე და განვათავსო დრაივზე.და შევინახო ინფორმაცია

понедельник, 6 июля 2015 г.

რეფლექსიის მესამე დღე

დღეს ტრენინგის მესამე დღეა, შევისწავლეთ ბლოგის დიზაინი,შეტყობინებების ტექსტის ფორმატირება, სურათების და ვიდეოს ჩასმა და ასე შემდეგ. იმედია დამოუკიდებლად შევძლებ შესწავლილის გამოყენებას...

რეფლექსია მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეა ,დღეს  გავეცნით წიგნს, სამუშაო რვეულს, გამოვკვეთეთ ძირითადი სამუშაო იდეები, ცოტა დავიღალეთ, მაგრამ დღე ნამდვილად ნაყოფიერი იყო.

суббота, 4 июля 2015 г.

რეფლექსია-პირველი დღე

დღეს 4 ივლისია, ტრენინგის პირველი დღე, ცოტა არ იყოს შენობაში ცხელა, მაგრამ ტრენერი, დავით ჯანიაშვილი,  არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, ცდილობს ინტერესი გამოიწვიოს ჩვენში და გამოგვაფხიზლოს, რასაც მშვენივრად ახერხებს, გავეცანი ინტელის პროგრამას, შევქმენი საკუთარი ბლოგი, რამაც ძალიან გამახარა, ალბათ იმიტომ, რომ რთული მეგონა და  მარტივი აღმოჩნდა. იმედია შემდეგი დღეები უფრო ნაყოფიერი იქნება...